საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ასოციაციის ხელმძღვანელობა

ზვიად ფოჩხუა
ზვიად ფოჩხუა
ასოციაციის პრეზიდენტი
ჟურნალისტი, "საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის" პრეზიდენტი. გაზეთ "ფაინენშელის" მთავარი რედაქტორი
გენო ჯოხიძე
გენო ჯოხიძე
ვიცე-პრეზიდენტი
ჟურნალისტი, "საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი. ინტერნეტ-გაზეთ "მეტრონომის" მთავარი რედაქტორი
ბესიკ მამინაიშვილი
ბესიკ მამინაიშვილი
ბორდის წევრი
ჟურნალისტი, "საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი. გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე

GNCC-ს თავმჯდომარის არჩევნები 2 მაისს გაიმართება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის 2 მაისს 17:00 საათზე დაინიშნა. მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 2017 წლის 19 მაისს ეწურება.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომისიის წევრმა (წევრებმა) განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ხმის დამთვლელ კომისიაში 2017 წლის 19 აპრილის 10:00 საათიდან 2017 წლის 21 აპრილის 19:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ყალიბდება კომისიის გადაწყვეტილებით და ის დაკომპლექტებულია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით.