საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

სიახლეები

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1958

„რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო .

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 5400

სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა „რუსთავი 2“-ის წილის 100 პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა „რუსთავი 2“-ში წილი დათმო.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 5012

„იმედის“ დირექტორი გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს.  

„დღეს, „რუსთავი 2“-ის დირექტორმა საჯაროდ იცრუა და უკვე მერამდენედ სცადა ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა, განაცხადა რა, რომ „იმედმა“ უკრაინულ ვებგვერდზე დღეს ატვირთული ფარული აუდიოჩანაწერების შინაარსის შესახებ იცოდა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე და შესაბამისად, გვარამიას თქმით, „იმედი“ „ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი, დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარებელი და გამხმოვანებელი არხია.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1894

გვარამია: „იმედი“ და „პირველი არხი“ დანაშაულებრივი შეთანხმების გამხმოვანებლები გამოდიან“

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ახლახან გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.

„ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ და მთავრობის უმძიმესმა მარცხმა საქართველოს მთავრობა სრულიად ისტერიკასა და პანიკაში ჩააგდო. უკიდურესად სამარცხვინო საქციელი გვაქვს დღეს სახეზე. პირველ რიგში, ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, საიტი, რომელზეც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ჩანაწერები, რომელიც არსებობს, „ფეესბეს“ მოპოვებულია. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ჩემი უფლებების უმძიმესი დარღვევა.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1808

„რუსთავი 2“ საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არხის საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის. შესაბამისი ინიციატივის შესახებ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 5224

„სტერეო +“ არხების გათიშვის მიზეზს განმარტავს

სამაუწყებლო კომპანია „სტერეო+“-ის განმარტებით, სატელევიზიო არხების გათიშვა წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი იყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორშაბათს 20:22 საათზე, 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა „სტერეო+“-ის სათავო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე სარეზერვო სერვერმა აიღო.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1865

„პალიტრა მედია“ პრემიერის განცხადება არაკორექტულსა და მიუღებელს უწოდებს

„პალიტრა მედია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 24 ოქტომბერს მარტვილში გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, საუბარია პრემიერის სიტყვებზე, რომ „ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს“.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 7618

„რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა  ოჯახის სამთავრობო დაცვაზე უარი თქვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან შანტაჟის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დაკითხეს. დაკითხვაზე 2 საათისა და 40 წუთს გაგრძელდა. გვარამიას თან ახლდა საია-ს ადვოკატი ლევან ვეფხვაძე.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1815

პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს მიმართავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მან პროცესის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ძალებს ემოციების მოთოკვისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.