საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

სიახლეები

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1832

პრემიერი „რუსთავი 2“-ზე:  „ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია“

„ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება – ეს არის მედიის თავისუფლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია და ყველას მოვუწოდებ, დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს მიეცეს საშუალება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არც ერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • ავტორი: Super User
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 899

საერთაშორისო მედია „რუსთავი 2“ -ის საქმეს ეხმაურება

შვედეთის  საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა ქართველი პრემიერის განცხადებას არადემოკრატიული უწოდა

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1986

„რუსთავი 2“-ს ტენდენციურობაში ადანაშაულებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ მიერ 9 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტს - „2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა“. 

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1817

ფარული ჩანაწერი: ჟურნალისტს ჩვენების შეცვლას აიძულებენ

30 სექტემბერს, ქობულეთში, აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან სამი საათის განმავლობაში ჟურნალისტი  პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა თუ როგორ გაიტაცეს მანქანა.

  • ავტორი: IAGJ
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 1827

ზეწოლა რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტზე

რადიო ჰერეთის ცნობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ, რომელიც სავარაუდოდ ნასვამი იყო, „ჰერეთის“ ჟურნალისტს სოფო სარალიძეს დღეს საკრებულოს სხდომაზე უყვირა და „ჰერეთის“ ეთერში მხოლოდ დადებითი ინფორმაციის გაშუქება უბრძანა.

  • ავტორი: Super User
  • კატეგორია: News
  • გადასვლები: 4894

„რუსთავი2“-ს დაფინანსების წყაროები გადაუკეტეს

ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის წილების დაყადაღების შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წილები ისე დააყადაღა, რომ კომპანიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.