Logo

„რუსთავი2“-ს დაფინანსების წყაროები გადაუკეტეს

ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის წილების დაყადაღების შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წილები ისე დააყადაღა, რომ კომპანიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ამ  მიზანმიმართული ქმედებით   რუსთავი2-სყველა ფინანსური წყარო ამოეწურა, განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  1 ოქტომბერს თანაშრომლებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე

რუსტავი 2-ის შეფასებით,  მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო, არჩევნების წინ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიასაშულების საქმიანობა შეგნებულად შეზღუდა.

ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნით დოკუმენტაცია კომპანიის ადვოკატებმა რეესტრში 29 სექტემბერს შეიტანეს. ხელშეკრულება ტელეკომპანია საქართველოს 100%-ის მფლობელ ძმებ ყარამანაშვილებსა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის გაფორმდა.

დიმიტრი ჩიქოვანი ხელშეკრულების მიხედვით ტელეკომპანია რუსთავი2–ში 6 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებასაც იღებდა, თუმცა, რუსთავი 2-ის განცხადებით,  ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირება რამდენიმე დღის მანძილზე „გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურდა“. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შპს საქარათველოს წილები ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე სრულად დაყადაღდა.

გადაწყვტილება ტელეკომპანიის წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით 30 სექტემბერს, როგორც რუსთავი 2-თან დაკავშირებულ წინა შემთხვევებში, ამჯერადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სარჩელის შესვლიდან დაახლოებით ორსაათნახევარში მიიღო. საქალქო სასმართლოს განჩინება ტელეკომპანია საქრთვლოს წილების სრულად დაყადაღებასთან დაკავშირებით დღის ბოლოს გასაჯაროვდა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დეტალები მისთვის ცნობილი იყო. პაატა სალიასთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

რუსთავი 2–ის განცხადებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ   იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. უწყებამ განცხადება მხოლოდ დღის ბოლოს გაავრცელა, სადაც ყადაღის განჩინება ნახსენები არ არის. უწყება დოკუმეტებში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს. განცხადებას სიცრუეს უწოდებს ადვოკატი და ამბობს რომ, იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრი პოლიტიკურ დავალებას ასრულებს.

მოსმართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვტილებას რუსთავი 2 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის დაყადაღების შესახებ უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

დღესვე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავი 2-ის ბრალდების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა:

"სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს" საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge). გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს"" საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს""კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება.

ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია. აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად (,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას", -ნათქვამია განცხადებაში.

მომზადებულია "რუსთავი2-ის და ინტერპრესნიუსის" მიხედვით

წყარო: media.ge 

 

Template Design © Joomla Templates | GavickPro. All rights reserved.