Logo

დვალი: „რუსთავი 2“-ში პოლიციის დახმარებით არ შესვლას არ ვაპირებთ

პოლიციას არ გამოვიძახებთ, - ასე უპასუხა რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა დავით დვალმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ფორმით აპირებენ ახლად დანიშნული მმართველები ტელეკომპანიაში შესვლას წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალია თქმით კი, ტელეკომპანიაში შესვლის პროცესს იძულების ფორმა არ ექნება.

მათ კეთილი უნდა ინებონ და ითანამშრომლონ, იმ მიზნით, რომ კომპანიამ განაგრძოს საქმიანობა. ისინის არიან დროებით უფლებამოსილება შეჩერებულები და არა გათავისუფლებულები. მათ აქვთ ვალდებულება, ითანამშრომლონ ახალ მმართველებთან, რომ მოხდეს აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარე საქმიანობის გადაბარება. ჩვენ ველით, რომ ეს ადამიანები ასე მოიქცევიან და კანონს დაემორჩილებიან,- განაცხადა პაატა სალიამ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის, ჯარჯი აქიმიძის თქმით, ტელეკომპანიაში შესვლის პროცესში არ მოხდება "სპექტაკლის" დადგმა, როგორც ნიკა გვარამია იქცეოდა.

 

დღეს არის 6 ნოემბერი, ისეთი რამ, რაც იყო გვარამიას მიერ დადგმული სპექტაკლი 7 ნოემბრის დოკუმენტური კინოს შესახებ, არ იქნება. არავინ არ შერბის და არავინ აკეთებს იმას, რაც მათ გააკეთეს შემდეგ კი გაახმოვანეს, დაარქვეს სახელმწიფო გადატრიალება და თურმე დღეს არის დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის დამცველი, როდესაც დუბინკებით დასდევდნენ კოლეგებს,- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

Template Design © Joomla Templates | GavickPro. All rights reserved.