საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა „რუსთავი 2“-ის წილის 100 პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა „რუსთავი 2“-ში წილი დათმო.

მოსამართლემ შვიდპუქტიანი სარჩელის მხოლოდ ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა:

„გთხოვთ მოხდეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველო“-ს (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმება და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს „პანორამა“-ს (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობა. 

„გთხოვთ ბათილად ცნოთ: ა) 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის მისი კუთვნილი 60%–ი წილიდან 22%-ი გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435). ბ) 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის საწესდებო კაპიტალის 38%–ი გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401); გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები“, - ნათქვამია განაჩენში.

ამას გარდა, „რუსთავი 2“-ს დაეკისრა ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა. 

„რუსთავი 2“-ის ადვოკატების თქმით, ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.