საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს მიმართავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მან პროცესის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ძალებს ემოციების მოთოკვისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

„ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია, შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.

„ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლების.სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები – გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას!

მოვუწოდებ მოსამართლეს – არ მიიღეს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.

აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად შევინარჩნოთ სამოქალაქომშვიდობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.