საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

სიახლეები

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 9041

გვარამია ხალვაშს „რუსთავი 2“-ს დათმობაში 4 მილიონს სთავაზობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ „საქართველოში დიქტატურა ოფიციალურად დამყარდა“. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.


„რუსთავი 2 არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რაც უკვე გაკეთდა, ძალიან სერიოზული საფრთხეები წინაშე დადგა.

ამიტომ „რუსთავი 2“-ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არასამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმლაურად, ის არის მაინც ძალაში.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერი მესაკუთრეები არიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სასამართლო დავები ქიბარ ხალვაშთან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას - რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა „TV პირველის“ ეთერში და მადლობა ამ კომპანიას, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებს „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს „რუსთავი 2“. ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც „რუსთავი 2“ არის ისეთი, როგორიც არის და მე კი არა, გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს. თუ არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, რომ მისი კომერციული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილ თანხას, რომელსაც ის ითხოვდა, გადაუხდიან.

„3 მილიონ 944 ათას 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თმით, „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს და ეს ტელეკომპანიის ბოლოს სიტყვაა.

„ჩვენ ვერ გაგვიყვანეთ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს, თუ გაგვიყვანეთ ჩვენ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 8870

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება

\"\"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „მოამბის“ ჟურნალისტის ლაშა მესხის გათავისუფლების ფაქტს ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა წარმოადგენდეს განსხვავებული მოსაზრების და პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციას.


როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, ლაში მესხის გათავისუფლების საფუძველი მასთან დადებული ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთადერთი გათავისუფლებული პირია იმ 13 დასაქმებულიდან, რომელთა ერთთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლება არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. ხშირ შემთხვევაში, სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებისთვის სწორედ მოკლევადიანი ხელშეკრულებები გამოიყენება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ ლაშა მესხის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი მენეჯმენტის მიმართ მის განსხვავებულ და კრიტიკულ მოსაზრებებზე და პროფესიული კავშირში აქტიურ საქმიანობაზე მიუთითებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, წარმოადგინოს განსაკუთრებით წონადი არგუმენტები და დაასაბუთოს, რომ ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა დისკრიმინაციული საფუძვლით.

სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად დააკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 8748

18 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „რუსთავი2“-ის საქმეზე

18 არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“(40%).


„როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

მწვანე ალტერნატივა

კავშირი საფარი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს გაეროს ასოციაცია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

ხმა საქართველოდან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 8832

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიარა

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანის 60%-იანი წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში, 40% წილის მესაკუთრედ კი შპს „პანორამა“ გამოცხადდა.


\"\"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა:

„– ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება –

– ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

– უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 9369

ერაყში ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას მოკლეს

\"\"BBC-ის ცნობით, ქურთი ქალი რეპორტიორი შიფა გარდი პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გზის პირას აფეთქებულმა ბომბმა იმსხვერპლა მოსულში. იგი ერაყში, ქურთულ ტელეარხ Rudaw-ზე მუშაობდა. BBC წერს, რომ აფეთქებისას იგი მოსულის დასავლეთით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიისაკენ ერაყის სამხედრო ძალების გადაადგილებას აშუქებდა.


ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის დასავლეთ უბნები პარასკევს, 24 თებერვალს პირველად დაიკავეს.

ტელეარხ Rudaw-ს განცხადებით, 30 წლის შიფა გარდიმ, ომის ჟურნალისტიკაში კაცების დომინანტობაზე სტერეოტიპები დაარღვია.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 9126

ჰაკერული თავდასხმა „გურია ნიუსზე“

21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს „გურია ნიუსის“ ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. მედიასახლ „გურიანიუსის“ ცნობით, ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.


„გურია ნიუსის“ გამომცემელის, ია მამალაძის განცხადებით, ისინი  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განახლებული ვებგვერდი მკითხველ აუდიტორიას, მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს. 

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 8632

„რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა განაახლა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. არხი მის მიერ ორგანიზებულ აქციას აშუქებს, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს.


„ამ წუთიდან „რუსთავი 2“ მაუწყებლის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ისეთი რეჟიმში, მაუწყებლობა როგორც ბოლო დღენახევრის განმავლობაში იყო ჩვენს არხზე, აღარასოდეს გახდება აუცილებელი. ეს იყო ჩვენი პროტესტის უკიდურესი ზომა და მოწოდება , რომ დღეს დაგეგმილ აქციას ყველა შემოერთებოდა“, - აღნიშნა „კურიერის“ წამყვანმა. 

„რუსთავი 2“ და ტელევიზიის ვებგვერდი საპროტესტო მაუწყებლობის რეჟიმში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 8404

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი განცხადება პირდაპირ ეთერში არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.


„გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტათ კი, ამ წუთიდან „რუსთავი 2“ გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 14:30 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ „რუსთავი 2“ და სიტყვის თავისუფლება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 8233

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016“ - გამარჯვებულები და ფინალისტები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ  14 თებერვალს 2016 წლის კონკურსის  „ევროკავშირისპრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები დაასახელა. კონკურსის დაარსებიდან მეხუთე წელს პრიზებიბეჭდური, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკის 6 კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მეშვიდე კატეგორიაში გამარჯვებული დაასახელა და მას სპეციალურპრიზი გადასცა მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობისდამკვიდრებას უწყობს ხელს.  დასახელდნენ, ასევე, ყველა კატეგორიის ფინალისტებიც.


კონკურსი „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც 2012 წელს დაარსდა, პროფესიული და ეთიკურიჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 

„უკვე ხუთი წელია, რაც ევროკავშირი განაგრობს საქართველოშიპროფესიული, მიუკერძოებელი და ეთიკურ სტანდარტებზე დამყარებული ჟურნალისტიკის მხარდაჭერას. წელსგვქონდა პატივი ამოგვერჩია საუკეთესო იმ 122 ნაშრომთაგან, რომლებიც კონკურსისთვის იყო წარმოდგენილი. გვიხარია, რომ ზოგიერთი ნაშრომი მართლაც განსაკუთრებულია,“ - თქვა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

კატეგორია „ა“ –  საუკეთესო სტატია ონლაინ ან ბეჭდვით საინფორმაციო მედიაში:

გამარჯვებული: ნინო ლომაძე  – „მთის გოგოები“ (ჟუნალი „,ინდიგო“);

ფინალისტები: თამარ უჩიძე – „სადავო სამკვიდრებელი“ („სამხრეთის კარიბჭე“),

ნინო ჯაფარიძე  – „შრომა სიცოცხლის ფასად“ (საინფორმაციო სააგენტო „კვირა“),

ნათია ამირანაშვილი – „მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა –ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო“ („ლიბერალი“).

კატეგორია „ბ“  – საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საიფორმაციო მედიაში:

გამარჯვებული: სოფიო ვასაძე – „Mosul – Tbilisi“ (GIPA Newscafe.ge);

ფინალისტები: ეკა ქევანიშვილი – „მშვიდობის ვენახი – ძველი აფხაზური ვაზის ჯიშებით“ („,რადიო თავისუფლება“), ზაზა წულაძე  – „შევსვამთ ხვანჭკარას 100 წლის შემდეგ?“ („ამერიკის ხმა“).

კატეგორია „გ“ – საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაი საინფორმაციო მედიაში:

გამარჯვებული: ნატო გოგელია – „მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ“ („გურია ნიუსი“);

ფინალისტები: ნინო ბაქრაძე და დეივ ბლოსი –„ოფშორულმა კომპანიამ სამი წელი გაატარა ივანიშვილის პასპორტისძიებაში“ („ნეტგაზეთი“);

ქეთევან მაჭავარიანი - „საბავშვო ბაღები და არჩევნები“ („ნეტგაზეთი“).

კატეგორია „დ“ – საუკეთესო  საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინსაინფორაციო მედიაში:

გამარჯვებული: ნინო რამიშვილი და თანაავტორი გიორგი მგელაძე  – „აგენტი პროვოკატორი“ ხელისუფლების სამსახურში 2“ („სტუდია მონიტორი“);

ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი და თანაავტორი გიორგი მგელაძე – „მძიმე შრომას შეწირულები“ („სტუდია მონიტორი“), ნათია ჩეხერია და თანაავტორი ნანა ბიგანიშვილი –„პოლიციური სისტემა მოქალაქის წინააღდეგ“ („სტუდია მონიტორი“).

კატეგორია „ე“ – საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ონლაინსაინფორმაციო მედიაში:

გამარჯვებული: ნინია კაკაბაძე  „სახელმწიფო პატრიოტი ექსტრემისტების მხარდამხარ“ („ჯემნიუსი“); 

ფინალისტები: თამარ კარელიძე - „კაცთა მიმართ ძალადობა“ („ლიბერალი“),

ირმა დიმიტრაძე  „გოგო, რომელმაც არჩევანი გააკეთა – მილოცვა დედას“ („ნეტგაზეთი“).

კატეგორია „ვ“ – საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაი საინფორმაციო მედიაში:

გამარჯვებული: გიორგი ლონდარიძე – „სოფელი მოხე, ლოცვა ღია ცის ქვეშ“ („სამხრეთის კარიბჭე“);

ფინალისტები: მარიტა თევზაძე – „ვაშლის ბაღების მიღმა“ (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროექტი „ზღვარზე“),

დათო ქორიძე – „არსად ვაზიანში“ („რადიო თავისუფლება“).

კატეგორია „ზ“ –EUMM პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში (კონფლიქტის მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში არსებული კონფლიქტების მხარეებს შორისნდობისა და მშვიდობის აღდგენას):

გამარჯვებული: გვანცა დოლუაშვილი – „უწყვეტი კავშირი“ („ჯემნიუსი“);

ფინალისტები: თამარ მეარაყიშვილი – „როგორ წაშალეს ომის კვალი ცხინვალში“ („ნეტგაზეთი“); ნინო თოლორაია – „სერგეი შამბა: ჩვენ სავსებით მომთმენნი ვართ იმისთვის, რომ ლოდინი შევძლოთ“ („ლაივპრესი“).

 

მეტი სტატია ...

  1. მაღლაფერიძის რადიკალური გეგმა
  2. „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
  4. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
  5. „იმედის“ განცხადება „მაესტროსა“ და „GDS“-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით
  6. „იმედი“, „GDS“ და „მაესტრო“ ერთიანდება
  7. ჟურნალისტი ცემაში ეჭვმიტანილ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა
  8. 2016 წელს მსოფლიოში 48 ჟურნალისტი დაიღუპა 
  9. ჟურნალისტი პოლიციას მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს
  10. ჟურნალისტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა
  11. „ფოტოგრაფების საქმე“ გახსნილია
  12. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადება
  13. თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს
  14. გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს
  15. თურქეთში ოპოზიციური გაზეთის რედაქტორი დააკავეს
  16. ბესელია ბოდიშს იხდის
  17. ჟურნალისტი აცხადებს, რომ შესაძლოა ნარკოტიკი „ჩაუდონ“
  18. „მოგვეცით მუშაობის საშუალება“
  19. ჟურნალისტი ჩინოვნიკს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
  20. თავდასხმა ჟურნალისტებზე ქუთაისში