საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

სიახლეები

  • ავტორი: Super User
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 9321

ჟურნალისტური გამოძიების გამო ჟურნალისტი მის პარტნიორთან ერთად მოკლეს

პოპულარული სლოვაკი ჟურნალისტი იან კუკიაკი მის პარტნიორთან ერთად ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 27 წლის ჟურნალისტი სლოვაკურ ინტერნეტ პორტალ Aktuality.sk-ზე მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაზე” დაყრდნობით ავრცელებს.

  • ავტორი: Super User
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 13857

რას გამოიწვევს ახალი ცვლილება: კერძო ტელემაუწყებლები პარლამენტს მიმართავენ

კერძო ტელემაუწყებლები პარლამენტს განცხადებით მიმართავენ, რომელიც ეხება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ინიცირებულ პროექტი ”მაუწყებლობის კანონში ცვლილებების შესახებ”. პროექტის მიხედვით, ”საზმაუწყებელს” სრულად ეხსნება შეზღუდვა სპონსორობაზე და ამ მხრივ უთანაბრდება კომერციული არხების რეგულაციებს, რომელიც ეხება რეკლამის მოზიდვის ნაწილს. ახალი ინიციატივით, მაუწყებელს უჩნდება ახალი შესაძლებლობები და დამატებითი დრო რეკლამის გასაშვებად.

  • ავტორი: Super User
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 13979

მედიაკონფერენცია COURTYARD MARRIOTT-ში: მედიაგაერთიანებების განვითარების ეროვნული კონფერენცია

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”, “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” ევროკავშირის დაფინანსებით, 2017 წლის 28 ივნისს Courtyard Marriott-ში მართავს ეროვნულ კონფერენციას მედიის შრომითი უფლებების, სოლიდარობის, მედიაში პოლიტიკური გავლენები და მედიის ეკონომიკური სირთულეების შესახებ.

კონფერენციაზე განხილული იქნება შრომითი სტანდარტები ქართულ მედიაში: მიღწევები, პრობლემები და ახალი გამოწვევები, ეფექტურ სოციალურ დიალოგში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა, მედია პროფკავშირების განვითარების საკითხები საქართველოში, მედიაში არსებული სოციალური და ფინანსური სირთულეები, რომლებიც აფერხებენ მედიის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. კონფერენციის ბოლოს გაიმართება დისკუსია და დებატები.

  • ავტორი: Super User
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 14896

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ხელისუფლებას აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოში დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ახორციელებდა თავის პროფესიულ საქმიანობას და კრიტიკულად იყო განწყოფილი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და საბოლოოდ ის აღმოჩნდა ბაქოში, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებაში.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 16602

GNCC-ს თავმჯდომარის არჩევნები 2 მაისს გაიმართება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის 2 მაისს 17:00 საათზე დაინიშნა. მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 2017 წლის 19 მაისს ეწურება.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 16658

ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

 

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა. 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 16577

აქიმიძემ და დვალმა „რუსთავი 2“-ს დომენი rustavi2.com ჩამოართვეს

დომენს rustavi2.com, რომელზეც ხელმისაწვდომი იყო „რუსთავი 2“–ის ვებსაიტი, ამჟამად ტელეარხი ვერ აკონტროლებს. ამ დომენის გადამისამართება ხდება რუსთავი 2–ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ვებსაიტზე rustavi2.info.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 16652

გვარამია: „არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას“

„ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ, კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით, აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ლევან ყარამანიშვილის საპასუხოდ თავის „ფეისბუკგვერდზე“ განცხადება გაავრცელა.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 14796

ყარამანიშვილები გვარამიას ინიციატივით დაფუძნებულ შპს-ს წილს არ გადასცემენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილები მორიგ განცხადებას ავრცელებენ „რუსთავი 2“-ის წილების განაწილების საკითხზე და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ტელევიზიამ მათ განცხადებას უმნიშვნელო დრო დაუთმო და ფართოდ გააშუქა ტელევიზიის დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირი, რომლის ჩანაწერიც ღამის ეთერში გავიდა.

მეტი სტატია ...

  1. აქიმიძე და დვალი ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის საქმეში ნაცმოძღაობასთან გარიგებაში ადანაშაულებენ
  2. ლევან ყარამანიშვილი მზადაა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი არხის თანამშრომლებს გადასცეს
  3. გვარამია ყარამანიშვილებს საკონტროლო პაკეტს სთხოვს
  4. ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, თანამშრომლებს „რუსთავი 2“–ის წილის 40% გადასცენ
  5. ელისო კილაძე: „ჩემს შვილს ორი პაკეტი ჩაუდეს“
  6. ელისო კილაძის შვილი დააკავეს
  7. კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის
  8. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
  9. გვარამია ხალვაშს „რუსთავი 2“-ს დათმობაში 4 მილიონს სთავაზობს
  10. სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება
  11. 18 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „რუსთავი2“-ის საქმეზე
  12. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიარა
  13. ერაყში ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას მოკლეს
  14. ჰაკერული თავდასხმა „გურია ნიუსზე“
  15. „რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა განაახლა
  16. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
  17. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016“ - გამარჯვებულები და ფინალისტები
  18. მაღლაფერიძის რადიკალური გეგმა
  19. „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
  20. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს