საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 21132

გვარამია: „არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას“

„ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ, კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით, აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ლევან ყარამანიშვილის საპასუხოდ თავის „ფეისბუკგვერდზე“ განცხადება გაავრცელა.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 18452

ყარამანიშვილები გვარამიას ინიციატივით დაფუძნებულ შპს-ს წილს არ გადასცემენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილები მორიგ განცხადებას ავრცელებენ „რუსთავი 2“-ის წილების განაწილების საკითხზე და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ტელევიზიამ მათ განცხადებას უმნიშვნელო დრო დაუთმო და ფართოდ გააშუქა ტელევიზიის დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირი, რომლის ჩანაწერიც ღამის ეთერში გავიდა.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 15955

აქიმიძე და დვალი ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის საქმეში ნაცმოძღაობასთან გარიგებაში ადანაშაულებენ

„რუსთავი 2“-ს დამფუძნებლებმა - ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ პროცესებს „ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებად“ მიიჩნევენ, ქიბარ ხალვაშს კი, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ მიაკუთვნა, ტელეკომპანიის „შუალედურ დროებით მფლობელად“ მოიხსენიებენ.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 13614

ლევან ყარამანიშვილი მზადაა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი არხის თანამშრომლებს გადასცეს

\"\"ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 91 პროცენტის მფობელმა ლევან ყარამანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ იგი მზად არის არხის კოლექტივს ტელეკომპანია „საქართველოს“ 51 პროცენტი გადასცეს. თავის მხრივ, ტელეკომპანია „საქართველო“ „რუსთავი 2“-ის 51 პროცენტის მფლობელია. ამით, იგი ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელიც მან ყარამანიშვილის შეთავაზების საპასუხოდ გამართა.


ყარამანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა:

„არ გვინდა საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი დავღალოთ იურიდიული ნიუანსებით. თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ არის „რუსთავი 2“-ის 51%-ის მესაკუთრე“.

ლევან ყარამანიშვილი ამბოს, რომ მას სურს ამით დასრულდეს საჯარო დისკუსია და პროცესი გადაიზარდოს კონსულტაციების საქმიან რეჟიმში:

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო „რუსთავი 2“-ის მთელი კოლექტივისთვის ტელეკომპანიაში ჩვენი წილების უსასყიდლოდ გადაცემა. გაკვირვებული ვართ, რომ ამ შეთავაზების პასუხად მივიღეთ ერთგვარი ულტიმატუმი, რომ გადაგვეცა არა შეთავაზებული 40%, არამედ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ისიც, როგორც ჩანს, მხოლოდ კოლექტივის ერთი ნაწილისთვის.

ჩვენი გუშინდელი ინიციატივა არის არა ფიქცია, როგორც ეს ბრიფინგზე ითქვა, არამედ რეალური გზა იმისკენ, რომ ყველა თანამშრომელმა დამსახურებულად მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი როგორც კი ტელეკომპანია გავა მოგებაზე, რისი ყველა წინაპირობა არსებობს ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის დევნის შეწყვეტის შემდეგ.

გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება „პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას“. რის შეცვლაზეა საუბარი? ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც“. 

 

მეტი სტატია ...

  1. გვარამია ყარამანიშვილებს საკონტროლო პაკეტს სთხოვს
  2. ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, თანამშრომლებს „რუსთავი 2“–ის წილის 40% გადასცენ
  3. ელისო კილაძე: „ჩემს შვილს ორი პაკეტი ჩაუდეს“
  4. ელისო კილაძის შვილი დააკავეს
  5. კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის
  6. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
  7. გვარამია ხალვაშს „რუსთავი 2“-ს დათმობაში 4 მილიონს სთავაზობს
  8. სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება
  9. 18 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „რუსთავი2“-ის საქმეზე
  10. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიარა
  11. ერაყში ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას მოკლეს
  12. ჰაკერული თავდასხმა „გურია ნიუსზე“
  13. „რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა განაახლა
  14. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
  15. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016“ - გამარჯვებულები და ფინალისტები
  16. მაღლაფერიძის რადიკალური გეგმა
  17. „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
  18. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
  19. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
  20. „იმედის“ განცხადება „მაესტროსა“ და „GDS“-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით