Logo

ჰაკერული თავდასხმა „გურია ნიუსზე“

21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს „გურია ნიუსის“ ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. მედიასახლ „გურიანიუსის“ ცნობით, ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.


„გურია ნიუსის“ გამომცემელის, ია მამალაძის განცხადებით, ისინი  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განახლებული ვებგვერდი მკითხველ აუდიტორიას, მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს. 

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული.

 

Template Design © Joomla Templates | GavickPro. All rights reserved.