საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. მისი თქმით, მაუწყებელი მედიაბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს.


\"\"ახალი გენერალური დირექტორის განცხადებით, არაა გამორიცხული, არხზე სხვა ტელეკომპანიების ჟურნალიტების გამოჩენა, თუმცა ძირითადი აქცენტი მაუწყებლის გუნდზე გაკეთდება. მთავარი ცვლილება კი მენეჯმენტს შეეხება. 

ვასილ მაღლაფერიძე უკვე ესაუბრა სამეურვეო საბჭოს წევრებს და შეხვდა საინფორმაციო გამოშვების გუნდს.