საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

მედიაკონფერენცია COURTYARD MARRIOTT-ში: მედიაგაერთიანებების განვითარების ეროვნული კონფერენცია

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”, “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” ევროკავშირის დაფინანსებით, 2017 წლის 28 ივნისს Courtyard Marriott-ში მართავს ეროვნულ კონფერენციას მედიის შრომითი უფლებების, სოლიდარობის, მედიაში პოლიტიკური გავლენები და მედიის ეკონომიკური სირთულეების შესახებ.

კონფერენციაზე განხილული იქნება შრომითი სტანდარტები ქართულ მედიაში: მიღწევები, პრობლემები და ახალი გამოწვევები, ეფექტურ სოციალურ დიალოგში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა, მედია პროფკავშირების განვითარების საკითხები საქართველოში, მედიაში არსებული სოციალური და ფინანსური სირთულეები, რომლებიც აფერხებენ მედიის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. კონფერენციის ბოლოს გაიმართება დისკუსია და დებატები.

 

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქარველოში აკრედიტირებული საელჩოებიდან, ჟურნალისტები თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, მედია-მენეჯერები, პროფკავშირების წარმომადგენლები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რათა განხილულ იქნეს სოციალური დიალოგის გაუმჯობესების გზები.

კონფერენციას გახსნიან ოლივერ მონი-კირლი, “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში.

სესიებს წარუძღვებიან საერთაშორისო, რეგიონალური და სახელმწიფო ექსპერტები, რომლებიც, ამავდროულად, მიიღებენ მონაწილეობას საკონფერენციო დებატებში. სესიები მოიცავს კონკრეტულად იმ სამართლებრივ გარემოს, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ.

მოსალოდნელია, რომ კონფერენციის ბოლოს მოხდეს დეკლარაციის გაფორმება, რომელიც დააკავშირებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს გრძელვადიანი სტრატეგიის ჭრილში, რათა მათ ერთობლივად გადაჭრან აქტუალური შრომითი საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის, ასევე მედის დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია ოფიციალურ გვერდზე: http://mediaconference2017.eventgrid.com
აღნიშნულ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე მომხსენებელთა სიას.