საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

გვარამია: „არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას“

„ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ, კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით, აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ლევან ყარამანიშვილის საპასუხოდ თავის „ფეისბუკგვერდზე“ განცხადება გაავრცელა.

 

ლევან ყარამანიშვილი თავის მხრივ, წერს, რომ წილის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებში „არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება“ და კონსულტაციები უშუალოდ თანამშრომლებთან გაიმართება.