ჟურნალისტური გამოძიების გამო ჟურნალისტი მის პარტნიორთან ერთად მოკლეს
პოპულარული სლოვაკი ჟურნალისტი იან კუკიაკი მის პარტნიორთან ერთად ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 27 წლის ჟურნალისტი სლოვაკურ ინტერნეტ პორტალ Aktuality.sk-ზე მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაზე” დაყრდნობით ავრცელებს.