საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჩვენს შესახებ

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის შესახებ

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია (IAGJ) — დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გაერთიანებაა, რომელმაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრობა მიიღო (2000). ასოციაცია დააფუძნდა პროფესიონალ ჟურნალისტთა ჯგუფმა, მათ შორის ზვიად ფოჩხუამ, ევგენი ჯოხიძემ, ბესიკ მამინეიშვილმა.

ამჟამად კავშირი აერთიანებს მედიის 150-ზე მეტ თანამშრომელს. 

2014 წელს, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია წევრად მიიღო.

IAGJ-მ ჩაანაცვლა საბჭოთა დროინდელი გაერთიანება - ჟურნალისტთა ფედერაცია. თუმა ის არ გამხდარა აღნიშნული ორგანიზაციის და მისი აქტივების სამართალმემკვიდრე. ჟურნალისტთა სახლი 2011 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიზინა ივანიშვილმა შეიძინა და მას ამ დროისთვისაც წართმეული აქვს პირვანდელი ფუნქცია. 

საერთაშორისო ფედერაციაში ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის მიღებით საერთაშორისო თანამეგობრობამ ალტერნატიულ გაერთიანებას დაუჭირა მხარი. 2003 წელს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ჟურნალისტური ორგანიზაციების კავშირის დაფუძნებაში. ხოლო 2004 წელს შეუერთდა კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს.

2001 წელს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ შექმნა და ოფიციალურად მიიღო ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი (ქცევის კოდექსი). აღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნა ჟურნალისტთა საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო ნორმა. კოდექსი მოგვიანებით საფუძვლად დაედო სხვა მედია ორგანიზაციების ეთიკის კოდექსს.

საქართველოს ჟურნალისტთა დამიუკიდებელი ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში მედიის თავისუფლების და მდგრადობის შესახებ ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს ყველაზე სანდო და ობიექტურ სურათს ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენების შესახებ. 

ჟურნალისტთა ასოციაცია ჩართულია ჟურნალისტთა უსაფრთხოების, პროფესიული სტანდარტების, სიტყვის თავისუფლების განვითარებაში. 

2014 წელს ასოციაციამ წარმატებით დაასრულა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოების განვითარების შესახებ. მედია ექსპერტების, ფსიქოლოგების და იურისტების მონაწილეობით გამოიცა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო - რისკის ქვეშ. 

2014 წლიდან, ასოციაცია ჩაერთო მასშტაბურ რეგიონალურ პროექტში, რომელიც მედია პროფკავშირის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის და მედია თავისუფლების განვითარებას ისახავს მიზნად. 

ასოციაცია გამოსაცემად ამზადებს მედია პროფკავშირის სახელმძღვანელოს, რომელიც დაეხმარება ჟურნალისტებს პროფესიული გაერთიანებების შექმნაში და პროფკავშირული კამპანიების წარმართვაში.  

ასოციაციის პრეზიდენტია ზვიად ფოჩხუა.