საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

სიახლეები

პრესის თავისუფლების განსხვავებული მაჩვენებლები

მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზეა. ამის შესახებ ანგარიშს „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" აქვეყნებს. 2015 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი საქართველომ 5 პუნქტით გააუმჯობესა. IREX-ის “მედიის მდგრადობის ინდექსი 2016“-ის მიხედვით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით საქართველომი მედიის მდგომარეობა გაუარესდა.

თურქეთში სირიელი ჟურნალისტი მოკლეს

სირიელი ჟურნალისთი ზაჰირ ალ შურქათი მოკლეს კვირას თურქულ ქალაქში გაზიანტეპ. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფო ჯგუფმა აიღო მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში, თურქეთში სირიელი ჟურნალისტის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა იმ სამართლებრივი ნორმის მოქმედება, რომლითაც „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი საკონსტუტუციო სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს“.

ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ნოტარიუსთა პალატის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია საუბარი. 

უდუმაშვილი „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველობაზე უარს ამბობს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველობაზე უარს ამბობს. როგორც მან სასამართლოს მიერ დანიშნული არხის დროებითი მმართველების – დავით დვალისა და რეზო საყევარიშვილის შეთავაზების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ არის ფინანსისტი და ვერ აიღებს შესაბამის ვალდებულებას.

დვალი: „რუსთავი 2“-ში პოლიციის დახმარებით არ შესვლას არ ვაპირებთ

პოლიციას არ გამოვიძახებთ, - ასე უპასუხა რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა დავით დვალმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ფორმით აპირებენ ახლად დანიშნული მმართველები ტელეკომპანიაში შესვლას წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში.

გვარამია: მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ის იცავს „რუსთავი 2“-ში მომუშავე ადამიანების უფლებას. 

„რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო .

სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა „რუსთავი 2“-ის წილის 100 პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა „რუსთავი 2“-ში წილი დათმო.

More Articles ...

  1. „იმედის“ დირექტორი გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
  2. გვარამია: „იმედი“ და „პირველი არხი“ დანაშაულებრივი შეთანხმების გამხმოვანებლები გამოდიან“
  3. „რუსთავი 2“ საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის
  4. „სტერეო +“ არხების გათიშვის მიზეზს განმარტავს
  5. „პალიტრა მედია“ პრემიერის განცხადება არაკორექტულსა და მიუღებელს უწოდებს
  6. BBC: Protests in Georgia over government threat to TV station
  7. „რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა  ოჯახის სამთავრობო დაცვაზე უარი თქვა
  8. პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს მიმართავს
  9. პრემიერი „რუსთავი 2“-ზე:  „ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია“
  10. Tabula Editor Detained for Anti-Russian Campaign
  11. „რუსთავი 2“-ს ტენდენციურობაში ადანაშაულებენ
  12. ფარული ჩანაწერი: ჟურნალისტს ჩვენების შეცვლას აიძულებენ
  13. ზეწოლა რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტზე
  14. „რუსთავი2“-ს დაფინანსების წყაროები გადაუკეტეს