საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„იმედის“ განცხადება „მაესტროსა“ და „GDS“-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით

ტელეკომპანია „იმედისინფორმაციით, მაესტროსთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია მაესტრო გახდება ჰოლდინგ იმედის შემადგენელი ნაწილი, GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კი დასასრულს უახლოვდება. 


„მედიაჰოლდინგი იმედი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია მაესტრო გახდება ჰოლდინგის იმედის შემადგენელი ნაწილი.

ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი იმედი ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.

გვჯერა რომ, გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედია სივრცის განვითარებაში. 

ვსარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის, - ნათქვამია იმედის განცხადებაში.