საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჟურნალისტი ცემაში ეჭვმიტანილ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათი ცნობით, პოლიციელი მიშა ხუციშვილ გამოძიების დასრულებამდე, პირადი პატაკის საფუძველზე, კადრების განკარგულებაშია  გადაყვანელი.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს, მიშა ხუციშვილს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 18 დეკემბერს მოხდა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი, ბორჯომში, სასტუმრო „ქროუნ პლაზაში“ სემინარზე მიდიოდა.

მომხდარს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით იძიებს.