საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

2016 წელს მსოფლიოში 48 ჟურნალისტი დაიღუპა 

 \"\"

2016 წელს, წინა წლებთან შედარებით, ნაკლები ჟურნალისტი დაიღუპა ან მოკლულ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამ წელს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების თქმით, 48 ჟურნალისტი კონფლიქტის ზონებსა თუ სხვა შემთხვევებში მოკლეს. მოკლულთა 3/4 კონფლიქტების გაშუქებაზე მუშაობდა. 10-დან 9 შემთხვევაში ჟურნალისტები საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. 


2015 წელს 72 ჟურნალისტი დაიღუპა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.

ჟურნალისტებზე ძალადობის და მკვლელობის ფაქტები, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდება მთავრობების ქმედებას შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება. ხშირია მსგავსი შემთხვევები პოსტ-საბჭოთა სივრცეში. 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თქმით, 1992 წლიდან მოყოლებული, რუსეთში ათობით ჟურნალისტი იქნა მოკლული, თუმცა 2013 წლიდან მსგავს შემთხვევას ქვეყანაში ადგილი არ ქონია, რაც მთავრობების მხრიდან, კრემლსა და მის მიღმა, ტაქტიკის შეცვლაზე მეტყველებს.