საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჟურნალისტი პოლიციას მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს

\"\"

ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბორჯომში ყოფნისას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, მათ შორის, როგორც მოგვიანებით შეიტყო, ერთ-ერთი პოლიციელი იყო. ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიციელმა მიხეილ ხუციშვილმა იარაღიც კი მიაბჯინა.


ბორჯომში მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-, ძალადობის მუხლით დაიწყო.

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა იბერიის\" ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

თუ დადასტურდა ის ფაქტი, რასაც ჟურნალისტი ყვება, ამ შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ის პოლიციელი, რომელიც ამაში მონაწილეობდა, - განაცხადა მღებრიშვილმა.

შსს- ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.