საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადება

\"\\"\\"\"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუზნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ისინი პროკურატურას უმოქმედებაში ადანაშაულებენ და 


რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესი ფინალს უახლოვდება - უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომა უახლოეს მომავალში განაჩენს გამოიტანს.

ჩვენ, ვინც დავაფუძნეთ, ნულიდან შევქმენით და ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიად ვაქციეთ „რუსთავი 2“, ვისაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვათმობინეს დამოუკიდებელი მედია საშუალება, გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ:

2012 წელს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება ჩატარებულიყო გამოძიება დამფუძნებლებისათვის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ჩამორთმევის თაობაზე.

2015 წელს, მიუხედავად გაწელილი სამართლებლივი პროცესისა, პროკურატურამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გვცნო დაზარალებულად, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო საქმე შემოდო თაროზე და არ მისცა მას მსვლელობა.

ამ პროცესის პარალელურად, 2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სამოქალაქო დავა რუსთვაი 2-ის წინააღმდეგ. ვინაიდან ეს პროცესი აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებლივი გზა, ჩვენ უპირობოდ დავუჭირეთ მხარი მოვლენების ამგვარ განვითარებას.

დღეს, სასამართლო დავის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, პროკურატურის უმოქმედობის გამო, ჩვენ კვლავ არ გაგვაჩნია არანაირი სამართლებლივი ბერკეტი აქტიურად ჩავერთოთ არსებულ პროცესში.

იმედი გვაქვს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის ხანგრძლივ პროცესში. რას შეეხება საქმის სამართლიან ფინალს, ის დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება დამფუძნებლებს.

დარწმუნებული ვართ, მოვა დრო და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა კვლავ გახდება ზეპარტიული, დამოუკიდებელი, კრიტიკული, მიუკეძოებელი მედია საშუალება. მხოლოდ ასეთი „რუსთავი 2“ შეუწყობს ხელს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.