საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში პროოპიზიციური გაზეთის, „ჯუმჰურიეტის“ 9 ჟურნალისტი დააკავეს. სტამბოლის სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატირმობა შეუფარდა. დაკავებულებს შორის გაზეთის მთავარი რედაქტორი, ცნობილი კარიკატურების მხატვარი და ანტისამთავრობო სვეტების ავტორია.


BBC-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებს ბრალი ფეთჰულა გიულენთან კავშირში ედებათ. გიულენს კი 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმაში სდებენ ბრალს.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომელიც პრესის თავისუფლების ინდექსს მსოფლიოს 180 ქვეყანაში 2002 წელიდან იკვლევს, თურქეთს 2016 წლის მონაცემებით 151-ე ადგილს ანიჭებს.