საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

თურქეთში ოპოზიციური გაზეთის რედაქტორი დააკავეს

თურქეთში წამყვანი ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი მურატ საბუნჩუ დააკავეს. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, პოლიციამ საბუნჩუს და გამოცემის სხვა რედაქტორების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

CNN Turk-ის ცნობით, პროკურატურამ Cumhuriyet-ის 13 ხელმძღვანელი პირის დაკავების ორდერი გასცა. პროსამთავრობო მედიასაშუალებების ცნობით, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი. 

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, მანამდე სასამართლომ Cumhuriyet-ის ყოფილ რედაქტორს ჯან დუნდარს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 100 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დროებით შეუჩერეს, 37 000 ადამიანი კი დააკავეს. ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.