საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჟურნალისტი აცხადებს, რომ შესაძლოა ნარკოტიკი „ჩაუდონ“

ჟურნალისტი მამუკა ბაკურია აცხადებს, რომ რამდნემე დღეში სამართალდამცველებმა მას შესაძლოა ნარკოტიკები ჩაუდონ. ბაკურიას თქმით, რამდენიმე საათის წინ მას ვაკის პოლიციის სამმართველოდან გამომძიებელი დაუკავშირდა და ნარკოტიკების შესაძლო მოხმარებაზე სასაუბროდ განყოფილებაში დაიბარა.

ჟურნალისტი ნარკოტიკებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, მის მიმართ ინტერესს კი ბოლო პერიოდში სოციალური ქსელით ხელისუფლების კრიტიკასა და ნარკო-პოლიტიკის ლიბერალიზაციის მხრივ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

შექმნილ ვითარებას მამუკა ბაკურია მისი ძმის - ცოტნე ბაკურიას მიერ ამერიკულ მედიაში „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებასაც უკავშირებს.