საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჟურნალისტი ჩინოვნიკს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ჟურნალისტ ლელა ფაილოძის განცხადებით, მას მარტვილის ცენტრში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ფაილოძემ „მოამბის“ ჟურნალისტს განუცხადა, მას რამდენიმეთვიანი დაპირისპირება ჰქონდა მარტვილის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს მურმან წოწორიასთან. ლელა ფაილოძის მტკიცებით, სწორედ წოწორია გაუსწორდა ფიზიკურად.

მისი თქმით, იგი სამსახურს ეძებდა და ამ თხოვნით რამდენიმე თჳის განმავლობაში მურმან წოწორიას მიმართავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას გაზეთ „მარტვილი და მარტვილელების“ მომზადება დაავალეს. თუმცა კუთვნილი ხელფასი არ მისცეს. ამის შემდეგ, ლელა ფაილოძის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გადავიდა სამუშაოდ.

ლელა ფაილოძის თქმით, დღეს წოწორიამ ქუჩაში გავლისას ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.