საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„მოგვეცით მუშაობის საშუალება“

ქუთაისში, 30-მდე ჟურნალისტმა, მდუმარე აქცია გამართა სლოგანით „მოგვეცით მუშაობის საშუალება“. მათ საპარლამენტო არჩევნების დღეს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი დაგმეს და აღნიშნეს, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ.

მედიის წარმომადგენლები კომპეტენტურ ორგანოებს, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქუთაისში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ტელეკომპანია GDS-სა და „იბერიას“ აპარატურა დაზიანდა.