საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჟურნალისტის ცემისთვის

თელავის სასამართლომ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დამნაშავეს 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მისუსაჯა. საქმე ეხება 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს, თელავში „სოციალისტური საქართველოს“ დაფუძნების ყრილობაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ -

პარტიის ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო სილა გააწნა.

რომან ქევხიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

„რუსეთუმე და მოძალადე ხელისუფლება გვყვავს, თავის პროკურატურიან, სასამართლოიანად. რამდენიმე წუთის წინ მირეკავენ თელავის რაიონული პროკურატურიდან და მატყობინებენ, რომ სასამართლომ თემურ ფიფიას, ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, 150 საათი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. 

რატომ არ ჩათვალა საჭიროდ პროკურატურამ, ან მოსამართლემ, რომ დავეკითხე სასამართლო პროცესზე? რატომ ჩაატარეს დაზარალებულის ჩუმად პროცესები? იმიტომ, რომ საქართველოს ყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომლებიც ებრძვიან დასავლურ ღირებულებებს და იცავენ პუტინის მონებს საქართველოში, რადგან პუტინის მთავარი მოკავშირე სოლოლაკის შუშის სასახლეში ზის, რომლის მმართველობაც 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.წინააღმდეგ შემთხვებაში შემდეგ ოთხ წელში, აღარ გვექნება სახელმწიფო და ვიქნებით რუსეთის გუბერნია…“, - წერს ქევხიშვილი სოციალურ ქსელში.