საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჟურნალისტი არაბ ბიზნესმენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე არაბ ბიზნესმენს ფიზიკურ ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან „რუსთავი2“-ს განუცხადა. ჭავჭავაძის  თქმით, არაბი ბიზნესმენი მას სოციალური ქსელით დაუკავშირდა და საქართველოში დაგეგმილი ბიზნესის პოპულარიზაციაში დახმარება სთხოვა.

22 წლის ახალგაზრდას განცხადებით, საქმიანი შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორში“ შედგა. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც არაბმა ბიზნესმენმა გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად საკუთარ ნომერში მიიპატიჟა.

ჭავჭავაძე პოლიციამ სახლში დაკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა ცნობილია არ არის დაიკითხა ან დააკავეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე.