საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჩინოვნიკმა ჟურნალისტებთან მომხდარი ინციდენტის გამო გაფრთხილება მიიღო

ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტებს მატყუარა უწოდა. ჯავახიას გაღიზიანება საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულმა იმ მასალამ გამოიწვია, სადაც მის მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვაზე იყო საუბარი.

„მატყუარა ჟურნალისტები... მატყუარა ხართ და მაგაზე გაგცემთ პასუხს ახლა მალე. მე პირდაპირ მიყვარს თქმა. მატყუარაა, ტუტუცია თუ რაცაა - პირდაპირ ვეუბნები“, - განაცხადა ჯავახიამ.

მოგვიანებით ამ ინციდენტთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ჯავახიამ მომხდარის გამო გაფრთხილება მიიღო.

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიასა და ჟურნალისტებს შორის, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასევე, ეს დაპირისპირება ქუთაისის მერისთვის, შოთა მურღულიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ადმინისტრაციის უფროსს გაფრთხილება მისცა. მომხდარს განიცდის თავად ზვიად ჯავახიაც. საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს, მიუხედავად იმისა ჟურნალისტი ინფორმაციას რა ინტერპრეტაციით ავრცელებს. მიგვაჩნია, რომ საკითხი, რომელიც მარტივი გადასაწყვეტი იყო, არ უნდა გამხდარიყო დაძაბულობის მიზეზი ჟურნალისტსა და თანამდებობის პირს შორის“, - ქუთაისის მერიის ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გაღიზიანება იმან გამოიწვია.