საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

თურქეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს

ამერიკელი ჟურნალისტი ლინდსი სნელი, რომელიც სირიაში პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა, თურქმა სამართლადამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. 

„აშშ-ის მოქალაქე ლინდსი სნელი თურქთში 2016 წლის 7 აგვისტოს დააკავეს. ამჟამად ის ჰათაის პროვინციის ციხეში იმყოფება,“ - განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, დაკავებამდე ჟურნალისტი სირიაში იმყოფებოდა, საიდანაც თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდა. NBC News-ის ინფორმაციით, ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშუალებენ.