საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

  • Written by Besik Maminaishvili
  • Category: Uncategorised
  • Hits: 113

GNCC-ს თავმჯდომარის არჩევნები 2 მაისს გაიმართება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის 2 მაისს 17:00 საათზე დაინიშნა. მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 2017 წლის 19 მაისს ეწურება.


„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომისიის წევრმა (წევრებმა) განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ხმის დამთვლელ კომისიაში 2017 წლის 19 აპრილის 10:00 საათიდან 2017 წლის 21 აპრილის 19:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ყალიბდება კომისიის გადაწყვეტილებით და ის დაკომპლექტებულია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით.

 

  • Written by Besik Maminaishvili
  • Category: Uncategorised
  • Hits: 124

ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა. 


\"\"2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

  • Written by Besik Maminaishvili
  • Category: Uncategorised
  • Hits: 112

აქიმიძემ და დვალმა „რუსთავი 2“-ს დომენი rustavi2.com ჩამოართვეს

დომენს rustavi2.com, რომელზეც ხელმისაწვდომი იყო „რუსთავი 2“–ის ვებსაიტი, ამჟამად ტელეარხი ვერ აკონტროლებს. ამ დომენის გადამისამართება ხდება რუსთავი 2–ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ვებსაიტზე rustavi2.info.


დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია: „დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც.

2004 წელს, როცა „ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი „რუსთავი 2“-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან, თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.

დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე.“

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, დომენი rustavi2.com შუამავალ კომპანიას ეკუთვნოდა, რომლებმაც კონტროლი დვალსა და აქიმიძეს გადასცეს.

დღესვე ტელეკომპანიამ ამასთან დაკავშIრებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის ვებსაიტი. დღეს საღამოს გადაცემა „P.S.“-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა, რითაც ათიათასობით ადამიანი, ვინც „რუსთავი 2“-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და „რუსთავი 2“-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე - rustavi2.ge“.

 

  • Written by Besik Maminaishvili
  • Category: Uncategorised
  • Hits: 137

გვარამია: „არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას“

\"\"„ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ, კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით, აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ლევან ყარამანიშვილის საპასუხოდ თავის „ფეისბუკგვერდზე“ განცხადება გაავრცელა.


ლევან ყარამანიშვილი თავის მხრივ, წერს, რომ წილის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებში „არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება“ და კონსულტაციები უშუალოდ თანამშრომლებთან გაიმართება.

 

More Articles ...

  1. ყარამანიშვილები გვარამიას ინიციატივით დაფუძნებულ შპს-ს წილს არ გადასცემენ
  2. აქიმიძე და დვალი ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის საქმეში ნაცმოძღაობასთან გარიგებაში ადანაშაულებენ
  3. ლევან ყარამანიშვილი მზადაა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი არხის თანამშრომლებს გადასცეს
  4. გვარამია ყარამანიშვილებს საკონტროლო პაკეტს სთხოვს
  5. ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, თანამშრომლებს „რუსთავი 2“–ის წილის 40% გადასცენ
  6. ელისო კილაძე: „ჩემს შვილს ორი პაკეტი ჩაუდეს“
  7. ელისო კილაძის შვილი დააკავეს
  8. კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის
  9. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
  10. გვარამია ხალვაშს „რუსთავი 2“-ს დათმობაში 4 მილიონს სთავაზობს
  11. სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება
  12. 18 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „რუსთავი2“-ის საქმეზე
  13. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიარა
  14. ერაყში ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას მოკლეს
  15. ჰაკერული თავდასხმა „გურია ნიუსზე“
  16. „რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა განაახლა
  17. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
  18. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016“ - გამარჯვებულები და ფინალისტები
  19. მაღლაფერიძის რადიკალური გეგმა
  20. „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს